კალათბურთი

2:15 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 14 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ თურქული „პინარ ქარშიაქა“ 88:79 დაამარცხა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ ესპანელებმა გარდამტეხი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვეს და საბოლოოდ, გამარჯვებაც მოიპოვეს.

გიორგი შერმადინმა 17 წუთში 14 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 5-დან საჯარიმო ჩააგდო.

„ლენოვო ტენერიფე“ 4 მოგებით და 1 წაგებით ჯგუფში ლიდერია და მეოთხედფინალის საგზური უკვე მოიპოვა, ხოლო ბოლო ტურში 19 მარტს, „პერისტერის“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.134404