დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. ედინ ტერზიჩის გუნდმა პსვ ეინდჰოვენს საკუთარ მოედანზე აჯობა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ხოლო „სიგნალ იდუნა პარკზე“ გერმანელები ჯეიდონ სანჩოს გოლით უკვე მესამე წუთზე დაწინაურდნენ. სტუმრებმა სცადეს ანგარიშის გათანაბრება და ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.
ბოლო, მეხუთე კომპენსირებულ წუთზე კი, პსვ-ს მცველს ფეხი კარის წინ დაუცდა და საჩუქარი მარკო როისმა შეირგო, რომელმაც ყოველგვარი ინტრიგა მოკლა - 2:0.
ამრიგად, „დორტმუნდმა“ ორი მატჩის ჯამში 3:1 გაიმარჯვა და მეოთხედფინალშია.
„დორტმუნდი“ – პსვ ეინდჰოვენი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 სანჩო (3), 2:0 როისი (90)