ფეხბურთი

0:08 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი "ნიუკასლის" ყურადღების ქვეშ

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროშია.

როგორც nufcblog იტყობინება, „კაჭკაჭების“ სკაუტები „ღამურების“ თამაშს რამდენჯერმე დაესწრნენ, რათა გიორგი უშუალოდ გიორგი საქმეში უშუალოდ ენახათ. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. სავარაუდოდ, ესპანური კლუბი მამარდაშვილს 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.124976