ფეხბურთი

21:40 | 13.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "მაურიციო სარი ლუზერია"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა რომის „ლაციოდან“ მაურიციო სარის გადადგომის შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, სარი ლუზერია, რადგან სამსახურიდან შუა სეზონში სწორედ ასეთი მწვრთნელები მიდიან.

„ძალიან გამიკვირდა სარის გადაწყვეტილება. როდესაც პროფესიონალი რაღაც პასუხისმგებლობას იღებ და საქმეს იწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო კლუბის, ფეხბურთელების და გულშემატკივრების პატივისცემის გამო. გადადგომა ყოველთვის ადვილია, ასე იქცევიან ნამდვილი ლუზერები. არ ვიცი, რა მოხდა „ლაციოში“, მაგრამ ლოტიტო არ ჩანს ჩემსავით აგრესიული პრეზიდენტი, მას გამოსავალი უნდა მოეძებნა გუნდისთვის“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარი აურელიო დე ლაურენტისის „ნაპოლის“ 2015-2018 წლებში ავარჯიშებდა.

0.129516