ფეხბურთი

17:42 | 13.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონსეისაო: "არტეტამ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა"

„არსენალის“ და „პორტუს“ მატჩის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელებმა სერჟიო კონსეისაომ და მიკელ არტეტამ იკამათეს.

როგორც პორტუგალიელმა აღნიშნა, „არსენალის“ თავკაცმა მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა და ამიტომაც მოუვიდა მასთან კონფლიქტი.

„მნიშვნელობა არ აქვს არტეტა რას ამბობს და რას არ ამბობს. თამაშის დროს მან სათადარიგო სკამზე ესპანურად მოგვმართა, როგორც მაშინ გვარდიოლამ. მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს ოჯახს. მატჩის ბოლოს ვუთხარი, რომ ფრთხილად ყოფილიყო და მხოლოდ გუნდის მომზადებაზე ეფიქრა, რადგან ინდივიდუალური თვისებებიდან გამომდინარე ვალდებული იყო, მის გუნდს უკეთ ეთამაშა. შედეგი უსამართლოა, ჩემი გუნდი იმსახურებდა მომდევნო ეტაპზე გასვლას“, - თქვა კონსეისაომ.

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" "პორტუ" (1:1 ორი მატჩის ჯამში) პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

0.124203