თბილისის „იბერიამ“ გაბონელი ფეხბურთელი ფლორის დჯავე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
20 წლის შემტევი ბოლოს ლატვიურ რფს-ში თამაშობდა, ხოლო მანამდე კვიპროსის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება ჰქონდა. დჯავე გაბონის ახალგაზრდული ნაკრების წევრიცაა.
შეგახსენებთ, რომ „იბერია“ „საბურთალოს“ სამართალმემკვიდრეა და ეროვნული ლიგის საწყის სამ ტურში 7 ქულა მოიპოვა.