ფეხბურთი

12:40 | 13.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი მსაჯი: "ოსიმენზე პენალტი იყო, კრისტენსენი გაძევებას იმსახურებდა, პირველი გოლიც მსაჯის შეცდომაა"

ვეტერანმა მსაჯმა გრაციანო ჩეზარიმ განაცხადა, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ „ნაპოლი“ ცუდი მსაჯობის გამო დაზარალდა.

როგორც მან თქვა, „ნაპოლის“ სასარგებლოდ არ დაინიშნა პენალტი, არ გააძევეს ანდრეას კრისტენსენი და კატალონიელთა პირველი გოლიც, მათ სასარგებლოდ შეცდომით დანიშნული ჯარიმით გავიდა.

„მაკელიემ კარგად ვერ იმუშავა, ოსიმენსა და მცველს შორის კონტაქტი იყო, ჩემი აზრით, ეს აშკარა პენალტი იყო, ძალიან გამიკვირდა VAR-ის სიჩუმეც. გარდა ამისა, ფერმინ ლოპესის პირველი გოლიც არარსებული ჯარიმით დაიბადა. ტრაორეს თამაშის წესი არ დაურღვევია, ამ ჯარიმიდან 15 წამში კი „ბარსამ“ გოლი გაიტანა, აქ ჯარიმა არ უნდა დანიშნულიყო. ჩემი აზრით, ლობოტკას წინააღმდეგ კრისტენსენი გაძევებას იმსახურებდა“, - თქვა ჩეზარიმ.

0.106211