„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა.
როგორც კამერუნელმა აღნიშნა, ფეხბურთელის კარიერაში არის მატჩები, როცა ყველაფერი არ გამოსდით, მაგრამ გუნდი მათ გვერდითაა.
„კვარას და ოსიმენს ცუდი საღამო ჰქონდათ თუ გამოცდილება აკლიათ? არ ვიცი, რა ვთქვა, კმაყოფილი ვართ მათი თამაშით, შეუძლებელია ყოველთვის გატანა. ისინი გუნდისთვის ყველაფერს აკეთებენ, შეიძლება გაიტანო ან ვერ გაიტანო, როგორც დღეს მოხდა. ყველანი მათთან ვართ, ასეთი დღეებიც არის. ეს არ არის გამოცდილების საკითხი, შარშან საოცარი სეზონი ჩაატარეს და კიდევ შეუძლიათ იგივეს გაკეთება, რადგან ჯერ სეზონი არ დასრულებულა, ისინი გუნდს სჭირდებიან და მათ ვენდობით“, - თქვა ანგისამ.