ლონდონის „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. „მეთოფეებმა“ მერვედფინალში „პორტუსთან“ უმძიმეს ბრძოლაში გაიმარჯვა.
3 კვირის წინ პორტუგალიელებმა შინ 1:0 მოიგეს, ხოლო ამჯერად, იგივე ანგარიში ლონდონში დაფიქსირდა. ლეანდრო ტროსარის გოლით „არსენალმა“ 1:0 მოიგო და დამატებით დროში არაფერი შეცვლილა.
ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც „არსენალმა“ 4:2 გაიმარჯვა და 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ პირველად ლონდონის „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში უკვე გავიდნენ „არსენალი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ბაიერნი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „მანჩესტერ სიტი“, ხოლო ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა დღეს გაირკვევა.