ფეხბურთი

23:58 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "ზედიზედ 3 წელია ჯგუფიდან გავდივართ და ეს "ინტერში" პატარა შედეგი არაა"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მცირე უპირატესობა აქვთ, მაგრამ ამაზე არ უნდა იფიქრონ.

„აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რომ ეს „ინტერი“ სტამბოლში დაიბადა. მას შემდეგ, რაც გუნდში ვარ, პირველივე სეზონიდან თასებზე კარგად ვთამაშობთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ მაშინ „რეალის“ და „ლივერპულის“ წინააღმდეგ. ეს არის სამქულიანი გზა, სამჯერვე გავედით ჯგუფიდან და ეს „ინტერში“ პატარა შედეგი სულაც არ არის. ასე რომ, ყველაფერი გასული სეზონის ფინალიდან არ დაწყებულა. ხვალ გვაქვს პატარა უპირატესობა, მაგრამ პირველ მატჩს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ”, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოს“ და „ინტერის“ მატჩი 13 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108972