ფეხბურთი

21:59 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "რევანშის დროა, ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მაღალი კონცენტრაცია ექნება"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „ინტერთან“ მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თავისი გუნდის სჯერა და დარწმუნებულია, რომ კარგად ითამაშებენ.

„სიტყვები საჭირო არაა, არამედ ფაქტები. ბოლომდე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და გუნდის. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ძალიან კარგად ვითამაშებთ. ძალიან მკაფიო იდეები მაქვს. „ინტერი“ ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენი რევანშის დრო მოვიდა, გვინდა, რომ გავიმარჯვოთ.

საჭიროა უმაღლესი კონცენტრაცია და ვისაც ექნება, ის გაიმარჯვებს. შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მოედანზე საუკეთესო გუნდით გავალთ. ლაუტარო მარტინესი საოცარი ფეხბურთელია, რაც დაამტკიცა არგენტინის ნაკრებში და ყოველდღე ამტკიცებს „ინტერში“. ის თავისი სტილისთვის იდეალურ მწვრთნელთან მუშაობს და ნამდვილად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ანტუან გრიზმანის დაბრუნება ჩვენ ტაქტიკურად არჩევანს გვიზრდის. ახლა მნიშვნელობა არ აქვს პირველ მატჩს, მთავარი ხვალინდელი შეხვედრის შედეგია“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „ინტერის“ მატჩი 13 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111441