„ტორინოს“ ცენტრალური მცველი კოფი ჯიჯი გამოაკლდა, რომელმაც მყესის ტრავმა „ნაპოლისთან“ ბოლო მატჩში მიიღო.
კოტ დივუარელი ფეხბურთელი დაახლოებით 40-50 დღე იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოედანზე აპრილის ბოლოს დაბრუნდება. ეს შანსია საბა საზონოვისთვის, რომელმაც კოფი ჯიჯი „ნაპოლისთან“ შეხვედრაში შეცვალა.
„ტოროს“ დაცვაში პერ სხურსი და მატეო ლოვატოც ჰყავს ტრავმირებული, შესაბამისად, ივან იურიჩს დიდი არჩევანი არ აქვს - კოფი ჯიჯის პოზიციაზეა (მარჯვენა ცენტრალური მცველი) საზონოვს უნდა ენდოს. მეორე ვარიანტია ნახევარმცველის, მერგიმ ვოივოდას უკან დახევა და დაცვაში გამწესება. სხვათა შორის, ამ ხერხს ხორვატი სპეციალისტი ადრიან ტამეზის შემთხვევაში მიმართავდა, მაგრამ მასაც ტრავმა აქვს.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, თუმცა მხოლოდ ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში. „ტორინო“ უახლოეს ტურში „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემი აზრით ფეხბურთელების საკმაოდ კარგი შერჩევა ქონდა იტალიას,უბრალოდ ფორვარდი არ ყავდა,გინდ სკამაკა ყოფილიყო და გინდა მე,თუნდაც რეტეგი იყოს,ცხონებვული პაოლო როსის აჩრდილს რომ ეტრიალა მინდორზე ის უფრო მეტ სარგებლობას მოიტანდა!
კიდევ თუ ვერ გავიდა ინგლისი ფინალში და გააუქმონ საერთოდ ეგ ნაკრები. მეტი რაღა უნდა, ყველა გრანდი აცდა გზად, ერთი იტალია იყო მაგათ მხარეს და ეგეც გამოამსევრეს. თუ რამის ერთი ადგილი აქვთ და პრეტენზია, უნდა გავიდნენ ფინალში. მართალია, იქ ვინც არ უნდა შეხვდეს, ყველა გაულაღლაღებს, მაგრამ მაინც.
მე მგონი გრამატიკული შეცდომა გაქვს,ყველა-ს - ს აკლია მაქ აშკარად და მართალია არ უნდა კიდე)))
რაც მე ფეხბურთს ვუყურებ, მგონი იტალიის ნაკრების ყველაზე ცუდი ვერსია ეს იყო.
ჯგუფშიც რომ ჩარჩენილიყვნენ არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ჯერ ერთი დონარუმა მართლაც ხოშიანი მეკარეა და მეორე, სპალეტიც ნორმალური მწვრთნელია, რაღაც-რაღაცეების ხარჯზე გააქაჩინა გუნდს.
თუმცა ყ**სგან სალამურს ვერც ეგ გამოთლიდა )))