„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ შესაძლოა „მანჩესტერ სიტის“ ესპანელ დამრიგებელ პეპ გვარდიოლას დაუმეგობრდეს.
„ჩვენ შეიძლება დავმეგობრდეთ კარიერის დასრულების შემდეგ. მას უყვარს გოლფი, მაგრამ მე არ მომწონს. მე პადლი მირჩევნია (თამაში, რომელიც ძალიან გავს ჩოგბურთს). შესაძლოა, მასაც შეუძლია პადლის თამაში, რადგან ის ესპანელია“, - ციტირებს კლოპის სიტყვებს ტვიტერზე ჟურნალისტი მიგელ დელანი.
გასულ იანვარს გერმანელმა სპეციალისტმა გამოაცხადა გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონის ბოლოს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შესახებ. მან „წითლები“ 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში 56 წლის სპეციალისტმა მერსისაიდელებთან ერთად რვა თასი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 10 მარტს, „ლივერპული“ – „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩი 1:1 დასრულდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზიზუ უნდა წააგო ეს ფინალი, შენდამი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად
ზიზუ თუ იუვენტუსს მოუგებს მაშინ გამოდის რომ მწვრთნელიც ისეთივე მაგარია როგორიც ფეხბურთელი იყო!
რათქმაუნდა მასეა მეგობაროო
და თუ მასე მოხდა მერე ვინაა მსგავსი შედეგის დამდებიი