ფეხბურთი

12:06 | 13.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა დაბრუნდა: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩაატარებს ლუქსემბურგის წინააღმდეგ.

აღნიშნული შეხვედრისთვის, რასაც შეიძლება ფინალიც დაემატოს (საბერძნეთთან ან ყაზახეთთან), ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა პრესკონფერენციაზე დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა ჯაბა კანკავა! სიაში არ არის გიორგი არაბიძე. სანიოლმა ამჯერად განაცხადს მიღმა დატოვა საბა ლობჟანიძე და ირაკლი აზაროვიც.

ფრანგმა სპეციალისტმა უმნიშვნელოვანესი და წლის მთავარი მატჩ(ებ)ისთვის შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

მცველები: საბა კვერკველია (ალ ოხდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი 26 მარტს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება. ფინალის მასპინძელიც საქართველო-ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131647