15:20 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მაკ ალისტერმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის სკანდალურ ეპიზოდზე ისაუბრა

„ლივერპულის“ არგენტინელმა ნახევარმცველმა ალექსის მაკ ალისტერმა „მანჩესტერ სიტისთან“ (1:1) მატჩის ეპიზოდზე ისაუბრა, რომელშიც 90+9 წუთზე „ქალაქელების“ გარემარბმა ჯერემი დოკუმ საკუთარ საჯარიმოში არგენტინელს მკერდში ფეხი დაარტყა.

„ჩემი აზრით, ეს „სუფთა“ პენალტი იყო და გგონიათ მარტო მე ვფიქრობ ასე? მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი. ვფიქრობ, მსაჯმა ძალიან კარგად იმუშავა მთელი თამაშის განმავლობაში, მაგრამ ბოლო გადაწყვეტილებაში უხეში შეცდომა დაუშვა“, - ციტირებს ნახევარმცველის სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 64 ქულით მეორე ადგილზეა. „მანჩესტერ სიტი,“ თავის მხრივ, 63 ქულით მესამეზე.

0.124997