„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
ბრაზილიელმა მეკარემ დაზიანება „ლივერპულან“ მატჩში მიიღო და ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა. ჯერჯერობით ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ ედერსონი მოედანზე დაახლოებით 3-4 კვირა ვერ გავა.
მიმდინარე სეზონში ედერსონმა "ქალაქელების" შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაუშვა და 12-ჯერ კარი მშრალად შეინახა.