ფეხბურთი

10:27 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გრაციანი: "ნაპოლის" კვარაცხელია-ოსიმენის დუეტით "ბარსელონას" დამარცხება შეუძლია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო გრაციანიმ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ შეუძლია „ბარსელონას“ დამარცხება, რადგან ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი კარგ ფორმაში არიან.

„ასეთი მატჩები თამამად უნდა ითამაშო. დარწმუნებული ვარ, კალცონამ იცის ეს ყველაფრის გათვალისწინებით. „ნაპოლიმ“ ბოლო პერიოდში მოუმატა, კვარაცხელია და ოსიმენი კი ფორმაში დაბრუნდნენ. თუ „ნაპოლი“ შეძლებს ამ ორი ფეხბურთელის კლასი საუკეთესოდ გამოიყენოს, ნებისმიერ შედეგს შეიძლება მიაღწიოს. ერთი მატჩი, გათვლები არ არის გასაკეთებელი, ოსიმენის და კვარას ფორმაში ყოფნა კი, იმედს იძლევა, რომ „ნაპოლი“ მოიგებს“, - თქვა გრაციანიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115557