ფეხბურთი

22:50 | 11.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ზედიზედ მესამე მოგება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტური „დინამო ბათუმის“ და „სამგურალის“ მატჩით დასრულდა, რომელიც მოქმედმა ჩემპიონმა დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოიგო.

მატჩის ბედი პირველი ტაიმის მიწურულს მამუკა კობახიძის გოლმა გადაწყვიტა. მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა და ანდრეი დემჩენკოს გუნდმა გაიმარჯვა.

„დინამო ბათუმი“ 3 ტურის მერე „დილასთან“ ერთად 9 ქულით ლიდერია, ხოლო „სამგურალი“ „გაგრასთან“ ერთად უქულოდ აუტსაიდერია. ბათუმელები მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდებიან, ხოლო „სამგურალის“ მეტოქე „კოლხეთი“ იქნება.

„დინამო ბათუმი“ – „სამგურალი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კობახიძე (45)

0.113754