გორის „დილამ“ ახალ სეზონში შესანიშნავი სტარტი აიღო და სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოა.
გორელებმა მესამე ტურში საკუთარ მოედანზე „თელავი“ 1:0 დაამარცხეს. 34-ე წუთზე სტუმრებს ბექა ქურდაძე გაუძევეს, ხოლო სულ მალე ტაირელ ვაუტერმა ანგარიში გახსნა და როგორც შემდეგ გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.
„დილა“ 9 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „თელავს“ 3 ქულა აქვს და წინ „დინამო ბათუმთან“ მატჩი ელოდება.
„დილა“ – „თელავი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ვაუტერი (36)