რაგბი

11:39 | 11.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 115:0 აკადემია

ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘აკადემიას’ 19 უპასუხო ლელო გაუტანა და სარეკორდო სხვაობით, 115:0 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ამირან შვანგირაძემ 6, ხოლო ჯოსევანი ნდრავამ 5 ლელო გაიტანა. თითო ლელო ჯიუტა მბატირერენგამ, ილია გაბისონიამ, ოთარ მეტრეველმა, გიორგი ბაბუნაშვილმა, გიორგი ფრუიძემ, ემზარ მინდიაშვილმა, ნიკა ღლონტმა და გივი ლეჟავამ მიითვალეს. ბაბუნაშვილმა 8 გარდასახვა შეასრულა, ღლონტმა და ლეჟავამ თითო-თითო.

‘აიას’ 59 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და შესარჩევ ფლეი ოფში ‘ლელოს’ თბილისში შეხვდება.

RUGBY.GE

0.114919