ფეხბურთი

22:54 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "ტორპედო" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდის კართან არაერთი მომენტი იყო, ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 16 წლის ფეხბურთელმა გაიტანა.

33-ე წუთზე ვახტანგ სალიამ მეორე სართულზე ყველას აჯობა და თავით გადამწყვეტი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში მცდელობების მიუხედავად არაფერი შეცვლილა.

„დინამო თბილისს“ 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „იბერიას“ ეთამაშება, „ტორპედოს“ აქტივში კი, მხოლოდ 3 ქულაა და მომდევნო შეხვედრას შინ გორის „დილასთან“ ჩაატარებს.

„დინამო თბილისი“ – „ტორპედო“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 სალია (33)

0.114789