ფეხბურთი

21:37 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილი მოედანზე წითელი ბარათით დაბრუნდა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში „ლევანტემ“ ხიხონის „სპორტინგი“ 1:0 დაამარცხა, გიორგი ქოჩორაშვილი კი მოედანზე დაბრუნდა, თუმცა გააძევეს.

გიორგი თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 86-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

საინტერესოა, რომ მან ტრავმა 9 დეკემბერს, სწორედ ხიხონელთა წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო (სტუმრად), ხოლო 3 თვის შემდეგ იმავე გუნდის წინააღმდეგ საშინაო მატჩში დაბრუნდა. გიორგის ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 15 თამაშში 2 გოლი აქვს ანგარიშზე.

„ლევანტე“ 42 ქულით მხოლოდ მე-11 ადგილზეა, 13 მარტს კი, „ანდორას“ საკუთარ მოედანზე დაუხვდება.

0.116772