რაგბი

14:53 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცა | მე-9 ადგილისთვის იაპონიასთან

საქართველოს 7-კაცა ურუგვაიში, მონტევიდეოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპზე მე-9 ადგილისთვის იაპონიასთან იბრძოლებს.

მეორე სათამაშო დღეს, პირველის მსგავსად, საქართველომ ორიდან ერთი შეხვედრა მოიგო.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, პორტუგალიასთან ორის წილ 6 ლელო მივიღეთ – 14:38. ლელოები საბა არჩვაძემ და გიორგი ჯობავამ გაიტანეს, გარდასახვები კი არჩვაძემ და დავით იმნაძემ შეასრულეს.

შედეგად, საქართველომ მე-9 ადგილისთვის გააგრძელა ბრძოლა და ნახევარფინალი პაპუა ახალ გვინეას შეხვდა, 4 ლელო გაუტანა და 26:7 გაიმარჯვა. ორი ლელო და გარდასახვა სერგი ჩხაიძის ანგარიშზეა, თითო ლელო კი საბა არჩვაძემ და რომან მახათაძემ მიითვალეს. ერთი გარდასახვა დავით იმნაძემ გაიტანა.

მეორე ნახევარფინალში იაპონიამ მექსიკას 44:0 სძლია და დღეს ჩვენი დროით 21:21 საათზე საქართველოს მე-9 ადგილისთვის ეთამაშება.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მეორე (მონტევიდეო, ურუგვაი) ეტაპზე

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თემურ კოხოძე, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე, ირაკლი სიმსივე, თემურ ჭიჭინაძე, დავით იმნაძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

RUGBY.GE

0.116076