ფეხბურთი

13:32 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისმა "ბარსელონასთან" მოგებაზე "ნაპოლის" ფეხბურთელებისთვის პრემიები დააწესა

„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ბარსელონას“ ესტუმრება, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი, გადაწყვიტა გუნდს მოტივაცია გაუზარდოს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, დე ლაურენტისი გუნდს 10 მილიონ ევროს გამოუყოფს, თუ ისინი „ბარსას“ ბარიერს დაძლევენ.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლისთვის“ მეოთხედფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდ ნაბიჯს გადადგამს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისკენ, რაც კლუბს დამატებით 100 მილიონი ევროს შემოსავალს მოუტანს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ და „ბარსელონას“ პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი ესპანეთში 12 მარტს გაიმართება.

0.113711