კალათბურთი

10:28 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

რატი ანდრონიკაშვილის 4 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 24-ე ტურში „სარაგოსა“ სტუმრად „გრან კანარიასთან“ 85:111 დამარცხდა, რატი ანდრონიკაშვილი კი სასტარტო ხუთეულში იყო.

ქართველმა კალათბურთელმა მთლიანობაში 12 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 4 ქულით, 1 მოხსნით და 1 პასით დაეხმარა. რატიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. „სარაგოსაში“ ასევე ითამაშა თად მაკფადენმა, რომლის აქტივში 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასია.

„სარაგოსა“ 9 მოგებით და 15 წაგებიტ სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 მარტს, „პალენსიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115481