რაგბი

1:08 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ლელო 29:28 ხარები

თბილისის ‘ლელო სარასენსმა’ რუსთავის ‘ხარებს’ გაწითლებულ დროზე გადამწყვეტი ჯარიმა გაუტანა და მინიმალური სხვაობით, 29:28 დაამარცხა და რეგულარული გათამაშების გამარჯვებული ერთი ტურით ადრე გახდა.

დიდ დიღმელებმა ჩატარებული 17 მატჩიდან 15 მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 66 ქულა მოაგროვეს. მართალია ქუთაისის ‘აიას’ მე-17 ტურის თამაში ჯერ არ ჩაუტარებია, თუმცა ის ქუთაისის ‘აიას’ უკვე 12 ქულით უსწრებს და ამის აღმოფხვრა ორ თამაშში შეუძლებელია. ‘ხარებს’ ნუგეშის ქულა შეხვდა, რამაც მას მინიმუმ ხვალამდე მე-5 ადგილის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა. რუსთაველებს 43 ქულა აქვთ და ‘არესს’ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებენ, თუმცა ქუთაისელებს ტურის თამაში ჯერ არ ჩაუტარებიათ.

„ლელო არენაზე“ მატჩის დებიუტი მასპინძლების იყო. მე-8 წუთისთვის ჯაბა სიხარულიძეს და ლუკა ცირეკიძეს ორი ლელო ჰქონდათ გატანილი და ვაჟა მიქაძემაც ორივე გარდასახა. ‘ხარები’ ინიციატივას ტაიმის შუაში დაეუფლა, რასაც სანდრო ქოიავას სინბინიც დაემატა და ერთ წუთში ფარნა გასვიანმა პირველი საპასუხო ლელო გატანა. გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა, 35-ე წუთზე კი ლელო რეზი წიკლაურმა მიითვალა და სტუმრებს ტაიმი 15:14 მოაგებინა.

მეორე ტაიმშიც პირველი ქულები ‘ხარებმა’, პეტრიაშვილის ჯარიმით აიღო, რაზეც არჩილ აბესაძემ 7 წუთში დუბლით უპასუხა, მიქაძემ ერთი გარდასახა და ‘ლელო’ 8 ქულით დაწინაურდა. 67-ე წუთზე თავისი მეორე ლელო ფარნა გასვიანმაც გაიტანა, პეტრიაშვილმა გარდასახა, 76-ე წუთზე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და ‘ხარები’ კიდევ ერთხელ დააწინაურა, მაგრამ სტუმრები გაწითლებულ დროზე დაჯარიმდნენ, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვაჟა მიქაძე ზუსტი იყო და ‘ლელომ’ 29:28 იმარჯვა.

RUGBY.GE

0.115115