ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში ლონდონის „არსენალმა“ „ბრენტფორდს“ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
„მეთოფეები“ მე-19 წუთზე დეკლან რაისმა დააწინაურა, რასაც სტუმრებმა ტაიმის მიწურულს უპასუხეს და მიკელ არტეტას გუნდი ახლოს იყო ძვირფასი ქულების დაკარგვასთან.
თუმცა, 86-ე წუთზე კაი ჰავერცი მოევლინა ლონდონურ კლუბს მხსნელად, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. „არსენალი“ 64 ქულით ლიდერია და გადაასწრო „ლივერპულსა“ (1 ქულა) და „მანჩესტერ სიტის“ (2 ქულა), რომლებიც ამ ტურში ერთმანეთს შეხვდებიან.