ფეხბურთი

22:38 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელის კომენტარი ჩაკვეტაძის ტრავმაზე

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალერიან ისმაელმა გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, უნდა დაელოდონ სამედიცინო შემოწმებას.

„ფეხი ძალიან სტკივა, მაგრამ სიარული შეუძლია. მსაჯის საქმე ფეხბურთელების დაცვაა და მან თქვა, რომ ყვითელი ბარათი უნდა მიეცა, ბოდიში მოიხადა. შეფასება უნდა გავაკეთოთ. იმედია, რომ ფეხზე მხოლოდ სისხლჩაქცევააქვს, მაგრამ უნდა დაველოდოთ“, - თქვა ისმაელმა.

შეგახსენებთ, რომ სულ მალე საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის პლეი-ოფი აქვს, ასე რომ, ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს უფრო დეტალურად სამედიცინო შემოწმება გამოაჩენს.

0.06144