მიუნხენის „ბაიერნს“ გერმანიის ჩემპიონატის მოგების არცთუ დიდი შანსი აქვს, მაგრამ თომას ტუხელის გუნდი, როგორც ჩანს, ხასიათზე მოდის.
„ლაციოსთან“ დამაჯერებელი მოგების შემდეგ „რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგის 25-ე ტურში „მაინცს“ დაუხვდა, რომელიც 8:1 გაანადგურა.
ჰეთ-თრიქი შეასრულა ჰარი კეინმა, დუბლი მიითვალა ლეონ გორეცკამ, ხოლო თითო ბურთი თომას მიულერის, ჯამალ მუსიალას და სერჟ გნაბრის აქტივშია.
„ბაიერნი“ 57 ქულით მეორე ადგილზეა, „ლევერკუზენს“ 7 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. „მაინცი“ 16 ქულით გასავარდნ ზონაშია.