სხვა

0:55 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ევროთასის მერვედფინალის პირველი მატჩი წააგო

„დინამო თბილისმა“ ევროთასის მერვედფინალის პირველი მატჩი წააგო. დეიან სტანოევიჩის გუნდი რანგით მეორე ევროტურნირზე ჩემპიონთა ლიგაზე ცუდი გამოსვლის შემდეგ გადავიდა.

„დინამო“ ხორვატულ „პრიმორიეს“ შეხვდა, რომლის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში 7:8 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. საპასუხო შეხვედრა 23 მარტს თბილისში გაიმართება და „დინამოს“ ორბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება.

დღევანდელ შეხვედრაში ორჯერ თავი გიორგი მაგრაქველიძემ გამოიჩინა, თითოჯერ უროჩ კალინიჩმა, არწიომ ძიხჩიარენკამ, ბორის ვაპენსკიმ, ნიკოკა გიგამ და საბა ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 6-დან 6 მატჩი წააგო.

0.115724