ფეხბურთი

18:14 | 8.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დარვინ ნუნიესმა იურგენ კლოპის მწვრთნელობის პერიოდში „ლივერპულის“ მე-1000 გოლი გაიტანა

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა დარვინ ნუნიესმა მე-1000 გოლი გაიტანა, რომელიც მერსისაიდელებმა გერმანელი მწვრთნელის იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით მატჩებში გაიტანეს.

წინა დღეს ურუგვაელმა ფორვარდმა ევროპა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში პრაღის „სპარტასთან“ (5:1) დუბლი შეასრულა.

ურუგვაელი „ლივერპულს“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მანამდე ის პორტუგალიურ „ბენფიკაში“ თამაშობდა. დარვინის კონტრაქტი მის ამჟამინდელ კლუბთან 2028 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა.,16 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.121607