ფეხბურთი

13:38 | 8.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალის" ხელმძღვანელობა შეშფოთებულია გუნდის ფიზიკური მზადყოფნით

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ფეხბურთელების ფიზიკური ფორმით მას შემდეგ, რაც ყველა ტურნირზე გუნდმა ბოლო რვა მატჩიდან ოთხი ფრედ დაასრულა - წერს The Athletic.

კლუბი სწავლობს მოთამაშეების ფიზიკურ მდგომარეობას, რომელიც დაყოფილია სამ ნაწილად: ძალა, სიჩქარე და გამძლეობა.

„რეალი“ აპირებს მეტი აქცენტი გააკეთოს გამძლეობაზე და მომავალი კვირიდან ვარჯიშებზე CPAP (სასუნთქი გზების უწყვეტი დადებითი წნევის) ნიღბების ხელახლა დანერგვას გეგმავს.

ბოლო მატჩში „რეალი“ „ლაიპციგს“ დაუზავდა (1:1) და საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მაინც გავიდა. ესპანური პრიმერას სატურნირო ცხრილში კი 66 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113489