სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ძიუდო

17:36 | 11.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესტერ სტამი ვერცხლს დასჯერდა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ესტერ სტამმა (70 კგ) ასტანის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ფინალის გზაზე სტამმა ებრაელ ლიორ ვილდიკანს, ყაზახ დილბარ უმირალიევასა და გერმანელ სზაუნდრა დიედრიშს იპონ-იპონ სძლია. გადამწყვეტ ბრძოლაშიკი ავსტრიელ ბერნადეტ გრაფთან უილეთო შეხვედრაში ორი გაფრთხილებით დამარცხდა.

დღესვე ყაზახურ ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ამბაკო ავალიანიც (81 კგ) გავიდნენ, მაგრამ შეჯიბრება ორივემ დილის პროგრამაშივე დაასრულა.

ლაშა შავდათუაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და იტალიელ ანდრეა რეგისს რეგისს გაფრთხილებებით აჯობა (3:2). მეოთხედფინალში გრან პრიზე პირველ ნომრად განთესილ ებრაელს, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერ საგი მუკის დაეჭიდა და უილეთო ძირითადი დროის შემდეგ, ოქროს დროში იუკოზე დავარდა.

რეპეშაჟის პირველსავე შეხვედრაში კი იაპონელ იუკი ნიშიამასთან ვაზარით წააგო.

ამბაკო ავალიანმა ტურნირი უზბეკი საფარბეკ მუროდოვის ძლევით გახსნა - მეტოქე პირველსავე წუთზე ვაზარზე დააგდო. მეოთხე წუთზე კი შებოჭა. მერვედფინალში ქართველი ძიუდოისტი შვედ რობინ პაცეკთან მეორე წუთზე გაშვებული ვაზარით დამარცხდა.

ხვალ საქმეში საქართველოს ნაკრების უმძიმესი წევრები, ძმები ადამ და ვახტანგ ოქრუაშვილები ჩაერთვებიან.

ვასილ მშვილდაძე

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112193