ფეხბურთი

12:38 | 7.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი „მანჩესტერ სიტისთან“ ითამაშებს

„ლივერპულის“ გარემარბი მოჰამედ სალაჰი სრულად გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა. ეგვიპტელი მონაწილეობას მიიღებს პრემიერლიგის 28-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა.

„მოჰამედი რამდენიმე დღეა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. მშვენიერია, რომ ის დაბრუნდა. სხვა სიტუაციაში ფეხბურთელი ასეთი ტრავმის შემდეგ გუნდის განაცხადში არ მოხვდებოდა, მაგრამ ახლა აზრი აქვს. ფრთხილად უნდა ვიყოთ. სეზონის სუპერ ინტენსიური ნაწილი დაიწყო. ვნახოთ, რამდენ ხანს შეძლებს მოედანზე დარჩენას“, - ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ 18 იანვრიდან სალაჰმა ბარძაყის ტრავმის გამო მხოლოდ ერთ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. გარემარბი ეგვიპტის ნაკრებში აფრიკის ერთა თასზე თამაშისას დაშავდა.

„ლივერპული“ – „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა 10 მარტს გაიმართება „ენფილდზე“ და თბილისის დროით 19 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, 27 ტურის შემდეგ პრემიერლიგის ლიდერი 63 ქულით „ლივერპულია.“ „სიტის“ „წითლებზე“ ერთი ქულით ნაკლები აქვს.

0.140036