ფეხბურთი

22:38 | 6.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას აგენტი: „ხვიჩა ზაფხულში წავა, თუ „ნაპოლი“ გულუხვ შეთავაზებას მიიღებს“

საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა, რომელიც „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ინტერესებს წარმოადგენს, მისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა. მანამდე ზოგიერთი მედიასაშუალება ფეხბურთელს ევროპის ერთ-ერთ ტოპ კლუბში გადასვლას უკავშირებდა.

„რაც შეეხება ხვიჩას მომავალს, ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან, ვნახოთ, რა იქნება. ის იმ შემთხვევაში წავა, თუ სხვა კლუბი ისეთ შეთავაზებას გააკეთებს, რომლზეც ხელმძღვანელები უარს ვერ იტყვიან.

კონკრეტულ თანხაზე ვერ ვისაუბრებ, ამას დე ლაურენტისი („ნაპოლის“ პრეზიდენტი) შეაფასებს. სულ ვცდილობ ხვიჩას კონტრაქტისა და სამუშაოს დაცვას. ყველაფერი მაისის ბოლოს გაირკვევა“, - ციტირებს ჯუღელის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში გარემარმა პარტენოპეელთა შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა ყველა შეჯიბრში, ცხრა გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი იტალიურ კლუბთან ძალაშია 2027 წლის ივნისის ბოლომდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111532