ფეხბურთი

21:52 | 6.03.2024 | ნანახია 1017 - ჯერ

„თელავი“ – „დინამო“ თბილისი 4:0

დღეს, 6 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურის სამი მატჩი გაიმართა. „იბერიამ“ სტუმრად სძლია „ტორპედოს“ (2:3), „სამტრედიამ“ და ფოთის „კოლხეთმა“ 1:1 ითამაშეს.

თელავში კი „თელავმა“ პატარა სასწაული მოახდინა - ჩვეულებრივ უხერხულ მეტოქეს, თბილისის „დინამოს“ 4:0 მოუგო. საინტერსოა, რომ კახელებს კიდევ შეეძლოთ გატანა და დამსახურებულად გაიმარჯვეს. „დინამოს“ დაცვა კი კრიტიკას ვერ უძლებდა.

გოლები დაჩი ცნობილაძემ (მე-10 წთ), თორნიკე მორჩილაძემ (23), თორნიკე ახვლედიანმა (45+1) და გიორგი ხაბულიანმა (83) გაიტანეს.

ამ გამარჯვების წყალობით „თელავმა“ სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა და მეორე საფეხურზე დადგა. ასევე სამქულიანი „დინამო“ კი მეექვსე დგილზეა, ბურთების უარესი ბალანსის გამო.

ერთპიროვნული ლიდერი კი ექვსქულიანი „იბერია 1999“-ია.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:08 | 07.03.2024
qomagi (1575)

კარგად ყომარობს ფიფია ტოტალიზატორებში ეროვნულის მთხლებურთის თუ საკვალიფიკაციოების ხარჯზე

10:14 | 07.03.2024
lagashi (6738)

ფიფიას მორიგი აფიორა, ვითომ გაახალგაზრდავების პოლიტიკა გამოაცხადა და ცხადია რამდენიმე თვეში ევროთასებზე მორიგ პირად ანტირეკორდს დააფიქსირებს კლუბი, მერე ქომაგის დასამშვიდებლად მწვრთნელს მოხსნის, სეზონის ბოლოს კი რამდენიმე ახსლგაზრდას გროშებად გაყიდის ჭ კლასის კლუბებში და იტყვის, ხო დაინახეთ არც გაახალგაზრდავებამ გაამართლაო და 7-8 გზა-კვალი არეულ ლეგიონერს მოათრევს და გამოაცხადებს, ვსიო ლეგიონერებით მივაწვებიო

00:35 | 07.03.2024
irakli899 (1778)

კლაკსვიკის პუტანკები თელავსაც აძლევენ? )))

22:36 | 06.03.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2014)

ტორპედო vs დთ-ს თამაშს ველი სულმოუთქმელად

22:32 | 06.03.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2014)

წელს მაგარი ჩემპიონატი გვექნება,გაგრას გარდა ყველა თითქმის ერთი დონისაა

22:22 | 06.03.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2014)

ტაჯიკეთის ნაკრების ფეხბურთელი რომ ითამაშებს გუნდში...არ დაიწყოთ ახლა აზიის ჩემპიონატზე სადღაც გავიდაო, აზიის ჩემპიონატზე ტაილანდიც გავიდა ჯგუფიდან

22:20 | 06.03.2024
alfadhirhaiti (7530)

აკპუჯე საიმონ ბენიოს მემკვიდრე გაჩითეს ტიპებმა.

22:18 | 06.03.2024
alfadhirhaiti (7530)

სად პოულობენ ამ აფრიკელ და აზიელ მიგრანტებს, ბურთის გაჩერება არ იციან! ოსიყმაშვილი კიდე ყველაზე სუსტი პროდუქტია დინამოს აკადემიისგან.

22:20 | 06.03.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2014)

ნაკრები წევრი კალანდაძე?

22:26 | 06.03.2024
alfadhirhaiti (7530)

მაგას "პარა" აკომპლექსებს, თორე პოტენციალი აქვს. ცენტრალურ მცველს რო გვერდით მოყვარული გყავს არის კოშმარი.

22:30 | 06.03.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2014)

რავი მეოთხე გოლის დროს კი შეაცილა ხაბულიანი ესკორტით საჯარიმოში:

22:39 | 06.03.2024
alfadhirhaiti (7530)

Shit happens. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დადებულ შედეგში დიდი წვლილი ჰქონდა კალანდაძეს. სერბი ან ალბანელი რო იყოს, უკვე ტოპ ლიგის აუტსაიდერ ან საშუალო დონის გუნდში იქნებოდა.

22:16 | 06.03.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2014)

ამდენი მაროს არ მოხვედრია ჯოო

22:15 | 06.03.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2014)

ეს ერთი და სხვა მრავალი დთ

0.124073