მადრიდის „რეალის" მეკარე ტიბო კურტუა ტრავმისგან სრულად განკურნებასთან ახლოსაა - წერს Marca. ბელგიელი ფეხბურთელი შესაძლოა მარტის ბოლომდე დაუბრუნდეს ვარჯიშს მთავარ ჯგუფში.
შეგახსენებთ, რომ კურტუას მუხლის ტრავმის გამო ოფიციალურ მატჩებში გასული წლის 10 აგვისტოდან აღარ უთამაშია. მეკარემ ჯვარედინი ლიგატი დაიზიანა და ოპერაცია ჩაუტარდა. ბელგიელს მიმდინარე სეზონში „სამეფო კლუბის“ არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას მადრიდის „რეალის" კარში ანაცვლებდნენ ანდრეი ლუნინი და „ჩელსიდან" იჯარით აყვანილი კეპა არისაბალაგა.
კურტუა „რეალში" 2018 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მეკარემ მადრიდელთა შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე. ფეხბურთელის კონტრაქტი „რეალთან“ ძალაშია 2026 წლის ივნისის ბოლომდე.