ფეხბურთი

18:45 | 6.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალს" ფოდენის შეძენა სურს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ფილ ფოდენმა შესაძლოა კარიერა მადრიდის „რეალში“ გააგრძელოს.

FourFourTwo-ს ცნობით, მადრიდული კლუბი ამჟამად ყველა ღონეს ხმარობს, რათა ფეხბურთელი დაარწმუნოს, კარიერა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში განაგრძოს. სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება შეიძლება 100 მილიონი გირვანქა იყოს..

ფოდენი „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილია და ძირითად გუნდში 2016 წლიდან თამაშობს. 23 წლის ფეხბურთელმა „სიტისთან“ ერთად 16 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა.

მიმდინარე სეზონში გარემარბმა ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი მიმდინარე კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.114562