ფეხბურთი

13:16 | 6.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის" პრეზიდენტმა „ლაციოსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოგების შემდეგ ტუხელის მომავალზე ისაუბრა

„ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა გუნდის მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის მუშაობაზე საკუთარი აზრი გაუზიარა ჟურნალისტებს, მას შემდეგ, რაც მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

„ტუხელი დიდი მწვრთნელია, ის მთლიანად სამუშაოზეა ორიენტირებული. ძალიან მოხარული ვარ, რომ კლუბში მისი პოზიცია ახლა ნათელია. გვინდა ეს სეზონი გუნდის სათავეში ტუხელთან ერთად დავასრულოთ“, - ციტირებს ტვიტერზე ჰაინერის სიტყვებს ჟურნალისტი გეორგ ჰოლცნერი.

შეგახსენებთ, „ბაიერნმა“ საერთო ანგარიშით 3:1 დაამარცხა „ლაციო“ და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბს შეეძლო „ბაიერნის“ მწვრთნელთან დაშორება „ლაციოსთან“ მატჩისთანავე, დაპირისპირების წარუმატებელი შედეგის შემთხვევაში.

0.072462