გუშინ, 5 მარტს, „ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში „ლაციო" დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. „ალიანს არენაზე“ გამართული შეხვედრა ანგარიშით 3:0 (ორი მატჩის ჯამში 3:1) დასრულდა.
ამრიგად, მიუნხენური კლუბი ტურნირის ბოლო 13 სეზონში მეთორმეტედ გავიდა მეოთხედფინალში.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ბაიერნმა“ ვერ გადალახა ფლეი-ოფის პირველი რაუნდი, იყო 2018/2019 წლების სეზონი. მაშინ გერმანული კლუბი „ლივერპულთან“ დამარცხდა (0:0, 1:3).
ჯგუფურ ეტაპზე „ბაიერნი“ A-ჯგუფში 16 ქულით პირველ ადგილზე გავიდა მისი მეტოქეები „კოპენჰაგენი“ (8 ქულა), „გალათასარაი“ (5) და „მანჩესტერ იუნაიტედი“ (4) იყვნენ.
ბოლოს „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგა 2019/2020 წლების სეზონში მოიგო, სადაც ფინალში პსჟ ანგარიშით 1:0 დაამარცხა.