„ნაპოლის“ გულშემატკივარმა და ფაბიო კანავაროს ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ „იუვენტუსთან“ მოგებას არ იმსახურებდა. მან ამ მატჩის შეფასებისას თქვა:
„დუშან ვლაჰოვიჩმა და ანდრეა კამბიაზომ საოცარი საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს კარის წინ. „აძურიმ“ ამის გამოც მოიგო, აზრი არ აქვს დამალვას: „ნაპოლიმ“ იმიტომ მოიგო, რომ უფრო მეტად გაუმართლა, ვიდრე „იუვეს“.
ბრემერმა ოსიმენი გაანეიტრალა, „ნაპოლის“ ფანები არ არიან ობიექტურები, როცა სხვა რამეს ამბობენ. ნათლად ვისაუბროთ: ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ვოიცეხ შჩესნის შეცდომის დამსახურებაა, რომელსაც ბურთი ძელსა და ხელებს შორის გაუძვრა. შემდეგ იყო გაცუდებული პენალტიც, „ნაპოლის“ მეტი სახიფათო მომენტი არ ჰქონია“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.