ფეხბურთი

18:43 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა

„უოტფორდის“ ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი „სუონსისთან“ უახლოეს შეხვედრაში განაცხადში იქნება.

უცნობია რამდენ წუთს ითამაშებს, მაგრამ განაცხადში მისი დაბრუნება ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელდა. გიორგიმ მცირე დაზიანების გამო „მილუოლთან“ ბოლო მატჩი გამოტოვა.

„უოტფორდისა“ და „სუონსის“ შეხვედრა 6 მარტს გაიმართება. გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.122887