ფეხბურთი

16:31 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

5 მარტს, ნიონში, ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, ქალთა ერთა ლიგის ფორმატით ტარდება. გუნდები A, B და C ლიგაში არიან გადანაწილებულები.

წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები C ლიგის მე-5 ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბელარუსის, ლიეტუვის და კვიპროსის ნაკრებები იქნებიან. საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიან პლეი-ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.

პლეი ოფის პირველ რაუნდში C ლიგის წარმომადგენლები A ლიგაში მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან. 8 გამარჯვებული პლეი-ოფის დასკვნით ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც B ლიგის გუნდებთან ერთად, 14 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს. საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატი 2025 წელს, 2 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით შვეიცარიაში გაიმართება.

NAKREBI.GE

0.128941