„სოსიედადის“ მთავარმა მწვრთნელმა იმანოლ ალგუასილმა განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ წარმატების იმედი აქვს. როგორც მან აღნიშნა, მისი გუნდისგან ბრძოლას ელოდება.
„გუნდს ვთხოვ ხასიათი გამოავლინოს. პარიზშიც ვაჩვენეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია და ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად. მსურს საუკეთესო ატმოსფერო ვნახო, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, მთავარია იბრძოლო და გადარჩე“, - თქვა ალგუასილმა.
შეგახსენებთ, რომ „სოსიედადს“ პსჟ-სთან პირველი მატჩი სტუმრად 0:2 წაგებული აქვს.