„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „სოსიედადთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტი რთულ თამაშს ელოდება.
„განმეორებითი მატჩები ყოველთვის რთულია, პირველ თამაშში კარგი შედეგი მივიღეთ, მაგრამ რთული იქნება, თუ მოედანზე სწორი შემართებით და მაქსიმალური კონცენტრაციით არ გავალთ.
იმედი მაქვს, რომ გუნდი მაღალ დონეზე იქნება და ისე ითამაშებს, როგორც მთელი სეზონი ვთამაშობდით. ეს მატჩი უნდა მოვიგოთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ „სოსიედადი“ პირველ შეხვედრაში 2:0 დაამარცხა.