ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში „არსენალმა“ სტუმრად აუტსაიდერი „შეფილდ იუნაიტედი“ 6:0 გაანადგურა.
მიკელ არტეტას გუნდი უკვე მე-15 წუთისთვის 3:0-ს იგებდა მარტინ ოდეგორის და გაბრიელ მარტინელის გოლებით, ერთხელაც მასპინძლებმა საკუთარ კარი დალაშქრეს. „მეთოფეებმა“ პირველივე ტაიმში კაი ჰავერტცის და დეკლან რაისის გოლებით სხვაობა გაზარდეს, ხოლო საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმში ბენ ვაითმა დააფიქსირა.
„არსენალი“ 61 ქულით მესამე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ „ლივერპულს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
„შეფილდ იუნაიტედმა“ ბოლო სამ საშინაო მატჩი კატასტროფულად ითამაშა: „არსენალთან“ 0:6, „ბრაიტონთან“ 0:5 და „ასტონ ვილასთან“ 0:5. 13 ქულით „შეფილდ იუნაიტედი“ ბოლო ადგილზეა „ბარნლისთან“ ერთად და ორივე გუნდი პრაქტიკულად ჩემპიონშიფშია დაქვეითებული.