კალათბურთი

1:23 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტომასონის 8 ქულა ისრაელის ჩემპიონატში

ისრაელის ჩემპიონატის მე-18 ტურში თელ ავივის „მაკაბიმ“ „ელიათი“ 85:70 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა ჯო ტომასონმა, რომელმაც პარკეტზე 21 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში მან 8 ქულა, 1 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

ჯო ტომასონი ისრაელის გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა. „მაკაბი“ 12 მოგებით და 3 წაგებით პირველ ადგილზეა თელ ავივის „ჰაპოელთან“ ერთად, მომდევნო ტურში კი 10 მარტს, იერუსალიმის „ჰაპოელს“ ეთამაშება, ხოლო 7 მარტს ევროლიგაში კაუნასის „ჟალგირისს“ გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116529