„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ფილ ფოდენია.
ესპანელმა ეს კომენტარი „მანჩესტერთან“ მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელშიც ფოდენმა ორი გოლი გაიტანა.
„მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ფილ ფოდენია. მას მუშაობის წარმოუდგენელი ეთიკა აქვს, არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე თამაშობს, არ წუწუნებს და ახლა თამაშებსაც იგებს“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ფილ ფოდენს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით 39 თამაშში თავი 18-ჯერ გამოიჩინა.