ფეხბურთი

17:58 | 4.03.2024 | ნანახია 723 - ჯერ

"ეკიპმა" გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში დაასახელა

„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

„ნანტის“ წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. გიორგის თამაში ცნობილმა გამოცემა L’Equipe-მა გამოარჩია და თავდამსხმელის პოზიციაზე სწორედ ის გაამწესა.

გარდა ამისა, მიქაუტაძე ტურის სიმბოლურში სხვადასხვა გამოცემების ვერსიითაც მოხვდა, მათ შორის, Whoscored-ის ტურის 11-ეულშიც.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა (10 შეხვედრაში). ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია მიუხედავად იმისა, 6 თვე სხვა გუნდში თამაშობდა. ვთქვათ ისიც, რომ 23 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ში ზედიზედ მეორედ შეძლო თავის გამოჩენა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:15 | 04.03.2024
ბაგი-რეი (2264)

გიორგის ბევრი გოლი აქვს გატანილი ჩაჭრილი ბურთების მერე. ნორვეგიას გაუტანა ისეთი გოლი, როგორიც წინა ტურში ტენა.

0.12811