იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
ქართველმა ფეხბურთელმა ეფექტური დარტყმით გაიტანა გოლი, რომელიც ემოციურად აღნიშნა. იტალიურმა მედიამ გოლის ზეიმის დროს მის ჟესტზე გაამახვილა ყურადღება: „მე აქ ვარ!“ - თითქოს, კვარამ ჟესტით სწორედ ეს აჩვენა გულშემატკივრებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავს სტილში გოლებს კრიშტიანუ რონალდუ აღნიშნავდა, რომელიც როგორც ცნობილია, კვარას ბავშვობის კუმირია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „იუვენტუსს“ საწყის ორ საშინაო მატჩში გოლი გაუტანა მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994-1995 წლების სეზონიდან).